Accentnews.ge
9 ივლისის მდგომარეობით, მუშაობის განახლების უფლება 6 ფიტნეზდარბაზს, აუზსა და საუნას მიეცა

9 ივლისის მდგომარეობით, მუშაობის განახლების უფლება 6 ფიტნეზდარბაზს, აუზსა და საუნას მიეცა

09/07/2020 10:22:43 საზოგადოება

9 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოების 21–მა წარმომადგენელმა წარადგინა.

რაც შეეხება ფიტნესდარბაზებს, დარეგისტრირებულია 64 ობიექტი.

განაცხადის წარმდგენ ობიექტებს შორის შემოწმდა 8, მათგან საუნის, აუზისა და აბანოს გახსნის უფლება მიეცა შპს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს, შპს ფართი 2019-ს, შპს ჯინო პარკს და ჭრელ აბანოს.

ფიტნესდარბაზებს შორის სტანდარტები დააკმაყოფილეს და, შესაბამისად, საქმიანობის განახლების ნებართვა მიიღეს შპს ბალნეოლოგიურმა კურორტმა და არენამ.

დღეს დაგეგმილია კიდევ 18 ობიექტის შემოწმება.

თითქმის ოთხთვიანი პარალიზების შემდეგ, დახურულ აუზებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს მუშაობის უფლება 8 ივლისიდან მიეცათ.

სამუშაო ნებართვის მოსაპოვებლად ობიექტებმა შემოწმება უნდა გაიარონ და წინასწარ შემუშავებული სტანდარტები დააკმაყოფილონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S