ევროკავშირი ყირიმში რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების დაკავების ფაქტს გმობს
09/07/2020 09:28:43 მსოფლიო
ევროკავშირი ყირიმში რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების დაკავების ფაქტს გმობს.
"ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევს, რადგან დაკავება რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოხდა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია. ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობის მოქმედებას არ ცნობს და ელოდება, რომ არაკანონიერად დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ", – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის პიტერ სტანოს განცხადებაში.
2020 წლის 7 ივლისს ყირიმის ნახევარკუნძულზე სავარაუდოდ პოლიტიკური კუთვნილების გამო შვიდი პირი, ძირითადად ყირიმელი თათრები დააპატიმრეს.


