"ერთი კონკრეტული "ფეიკსიუჟეტის" შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ამ წუთებში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ"
09/07/2020 09:02:04 საზოგადოება
"ერთი კონკრეტული "ფეიკსიუჟეტის", კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხო უნდა გააჩნდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!", – წერს იონათამიშვილი.


