რუსეთში მკვლელობების დაკვეთის ბრალდებით გუბერნატორი დააკავეს
09/07/2020 08:33:22 მსოფლიო
რუსეთში ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი ფურგალი დააკავეს. უახლოეს ხანებში მას ბრალს წარუდგენენ და მოსკოვში გადაიყვანენ, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება.
გამოძიების ვერსიით, ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2014-2015 წლებში ფურგალის დაკვეთით რამდენიმე ბიზნესმენის მკვლელობები განახორციელა. საქმეში კიდევ ოთხი პირი ფიგურირებს, ოთხივე დაკავებულია და გამოძიებას გუბერნატორის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა.
სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის ოლქს 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. იგი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან იყრიდა კენჭს და არჩევნებზე ხმების 70 % მოაგროვა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე გუბერნატორი დააკავეს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმე დაკვეთილ მკვლელობებს ეხება.


