Accentnews.ge
ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა არგამოყენებისკენ მომხმარებლებს მოუწოდებენ

ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა არგამოყენებისკენ მომხმარებლებს მოუწოდებენ

09/07/2020 07:50:15 საზოგადოება

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) მომხმარებლებს ხელის რიგი სადეზინფექციო საშუალელების არგამოყენების რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ, FDA–ს ცნობით, მექსიკაში დაფუძნებული კომპანია 4E Global–ის სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა უმეტესობას აქვს იარლიყი "Blumen", საშიში შემცველობის, პოტენციურად მომწამლველ მეთანოლს შეიცავს.

"ასეთი მეთანოლი შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს თუ პირის ღრუში მოხვდება და შესაძლოა, მოწამლოს ადამიანი, თუ კანზე შეიწოვება. ზოგიერთმა შტატმა უკვე განაცხადა, რომ რიგი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების შემდეგ ადამიანი დაბრმავდა, ზოგიერთს დასჭირდა ჰოსპიტალიზება. დაფიქსირდა ფატალური შემთხვევებიც, როდესაც ადამიანმა ხსენებული საშუალება დალია", – აცხადებენ FDA–ში.

4E Global–ის სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც FDA მოსახლეობას არ ურჩევს:

  • Blumen Clear Advanced Hand Sanitizer with 70% Alcohol
  • Blumen Advanced Instant Hand Sanitizer Clear Ethyl Alcohol 70%
  • BLUMEN Advanced Instant Hand Sanitizer Clear
  • KLAR AND DANVER Instant Hand Sanitizer (labeled with Greenbrier International Inc.)
  • MODESA Instant Hand Sanitizer Moisturizers and Vitamin E
  • BLUMEN Advanced Hand Sanitizer
  • BLUMEN Advanced Hand Sanitizer Aloe
  • BLUMEN Advanced Instant Hand Sanitizer Lavender
  • BLUMEN Clear LEAR Advanced Hand Sanitizer
  • BLUEMEN Clear Advanced Hand Sanitizer

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ხელები ხშირად დაიბანონ საპნითა და წყლით. ხოლო იქ, სადაც მოქალაქეებს ამის საშუალება არ აქვთ, გამოიყენონ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც, სულ მცირე, 60%–იან ეთანოლს შეიცავს.

პანდემიის გამო სპეციალისტები მოსახეობას სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმაართავენ: ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვალ სოცილაური დისტანცია და ატარონ პირბადე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 552 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 000 000–ს გადააჭარბა, 7 072 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 968-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 844 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S