Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში COVID-19-ის 109 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19-ის 109 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

09/07/2020 07:43:53 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

ამჟამად ქვეყანაში COVID-19-ის 109 აქტიური შემთხვევაა.

ცნობისთვის: 9 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში COVID-19–ის 968 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 844 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S