Accentnews.ge
სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000–ს გადააჭარბა

სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000–ს გადააჭარბა

09/07/2020 07:08:35 მსოფლიო

სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 14 ადამიანი გარდაიცვალა და 526 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 535 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 30 346 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 18 000 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 552 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 000 000–ს გადააჭარბა, 7 072 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 968-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 844 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S