აკრძალვები, რომლებიც 13 ივლისიდან მოიხსნება
09/07/2020 07:00:56 საზოგადოება
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება,– განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ნებადართული იქნება ყველა სახის ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება.
„განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში კინოლოგების მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო გამოფენების ჩატარებაზე“,– განაცხადა გახარიამ.


