Accentnews.ge
უკრაინამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჰოლანდიას გადაუსწრო

უკრაინამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჰოლანდიას გადაუსწრო

09/07/2020 07:01:07 მსოფლიო

უკრაინამ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჰოლანდიას გადაუსწრო. უკრაიანში Covid-19–ით ინფიცირების 51 224 შემთხვევაა დადასტურებული, ჰოლანდიაში – 50 746.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 327 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 51 224 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23 784 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 552 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 000 000–ს გადააჭარბა, 7 072 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 968-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 844 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S