ტოკიოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
09/07/2020 06:24:55 მსოფლიო
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასული 24 საათში კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დროიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას საჭიროდ არ თვლის.
ცნობისათვის: ბოლო მონაცემებით, იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 20 174 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 980 ადამიანი.


