Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით კიდევ ხუთი პირი დაინფიცირდა

საქართველოში COVID-19–ით კიდევ ხუთი პირი დაინფიცირდა

09/07/2020 06:17:12 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 ხუთ პირს დაუდასტურდა. ამრიგად 968–მდე გაიზარდა გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე ცტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური მონაცემებითვე, გასულ დღე–ღამეში კოვიდ–ცენტრები სამმა პირმა დატოვა და ჯამში განოჯანმრთელებულია 844 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4425 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 222.

საქართველოში კორონავირუსს ჯამში 15 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S