მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა
09/07/2020 05:46:19 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში COVID-19–მა 552 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 7 004 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 963-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 841 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


