Accentnews.ge
რუსეთში ტერიტორიის გაუცხოებას ექსტრემიზმს გაუთანაბრებენ

რუსეთში ტერიტორიის გაუცხოებას ექსტრემიზმს გაუთანაბრებენ

08/07/2020 15:55:17 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის გაუცხოებას ექსტრემისტულ საქმიანობას უთანაბრებს.

კანოპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის - სახელმწიფო მოწყობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კრაშენნიკოვის განმარტებით, "ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის პუნქტს, რომლის თანახმად, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ექსტრემიზმად არის აღიარებული, ჩაემატება ფრაზა "მათ შორის – ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის გაუცხოება", რითაც ამ კანონის ტერმინოლოგია შესაბამისობაში მოვა ტერიტორიის გაუცხოების ამკრძალავ ახალ კონსტიტუციასთან.

კანონპროექტი შესაძლოა, უკვე ივლისის ბოლომდე იქნას მიღებული.

ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე თვეში, 2014 წლის ივლისში რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რომელიც სეპარატიზმისკენ მოწოდებებისთვის სასჯელს ამკაცრებდა. კერძოდ, ამ მიზნით მედიისა და ინტერნეტის გამოყენება 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.შემდგომში სწორედ ამ ცვლილების საფუძველზე დაიწყო იმ არაერთი ყირიმელი ჟურნალისტისა და აქტივისტის დევნა, რომლებიც რუსულ იურისდიქციას არ სცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S