Accentnews.ge
უკრაინის უშიშროება რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ იუწყება

უკრაინის უშიშროება რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ იუწყება

08/07/2020 15:10:19 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლუგანსკში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მომზადებული ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სამხედრო ოპერაციის ზონაში კონტრმზვერავებმა და სპეციალური ოპერაციული ცენტრის მებრძოლებმა რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტი დააკავეს, რომელიც დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის განასახორციელებლად ჩავიდა.

დაკავებულს აღმოაჩნდა ორი ყუმბარმტყორცნი.

როგორც განიმარტა, ეჭვმიტანილი დივერსიის მზადებისას დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურების დავალების თანახმად, თავდამსხმელს „სააქციო საზოგადოება სევეროდონეცკის კავშირის“ ტერიტორიაზე 3 500 ტონიანი ამიაკის ავზი უნდა აეფეთქებინა.

დაკავებული მამაკაცი დროებით ოკუპირებული ქალაქის, როვენკის მცხოვრებია, რომელიც უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგაც იბრძოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S