Accentnews.ge
რუსეთში თავისუფალ მედიასთან ბრძოლა გრძელდება, დაკავებულია ამჯერად “მედიაზონის” ხელმძღვანელი

რუსეთში თავისუფალ მედიასთან ბრძოლა გრძელდება, დაკავებულია ამჯერად “მედიაზონის” ხელმძღვანელი

08/07/2020 14:51:49 მსოფლიო

რუსეთში თავისუფალ მედიასთან ბრძოლა გრძელდება. სამართალდამცველებმა ამჯერად “მედიაზონის” ხელმძღვანელი პეტრე ვერზილოვი დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს ჯგუფ "Pussy Riot"-ის წევრებიც.

დაკავებამდე ვერზილოვმა მოასწრო, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაევრცელებინა.

იგი წერს, რომ “Эхо Москвы”-ს ეთერიდან გამოსვლისთანავე აიყვანეს და ამჟამად მისსავე საცხოვრებელ ბინაში გადაჰყავთ, სადაც უკვე რიგით მე-6 ჩხრეკა ჩატარდება.

ივნისის ბოლოს ვერზილოვი წვრილი ხულიგნობის ბრალდებით 15 დღე-ღამის ვადით იყო დაკავებული. როგორც სამართალდამცველ ორგანოებში განმარტავდნენ, იგი მეგობრებთან ერთად ყოფნისას უცენზურო ლექსიკას იყენებდა.

გარდა ამისა, ვერზილოვის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამალვის მუხლით იმის გამო, რომ მას კანადის მოქალაქის პასპორტი აღმოუჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S