დონალდ ტრამპი შტატების ხელმძღვანელებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს
08/07/2020 14:18:00 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ სკოლებს, რომლებიც შემოდგომაზე არ გაიხსნება, შესაძლოა, ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს.
ის შტატების ხელმძღვანელებს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს.
„გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები ღიაა პრობლემების გარეშე. დემოკრატები ფიქრობენ, რომ მათთვის სკოლების ნოემბრის არჩევნებამდე გახსნა პოლიტიკურად ცუდი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. თუკი სკოლები არ გაიხსნება, შესაძლოა, მათ დაფინანსება შეუწყდეთ“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
ცნობისთვის: აშშ–ში COVID-19-ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა


