ისრაელის თავდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება
08/07/2020 12:13:40 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი თვითიზოლაციაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც პირს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პასუხისმგებლობის გრძნობის გამო და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრი კარანტინში გადავიდა და საქმიანობას დისტანციურად განაგრძობს,“- ნათქვამია განცის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბენი განცი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისათვის:ისრაელში ახალი კორონავირუსის 32 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 343 ადამიანი იმსხვერპლა.


