Accentnews.ge
საქართველოში ბოლო სამი კვირის მანძილზე პირველად, COVID-19–ის შიდა გადაცემა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო სამი კვირის მანძილზე პირველად, COVID-19–ის შიდა გადაცემა გამოვლინდა

08/07/2020 07:46:08 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, ხოლო 1 –შიდა გადაცემა.

4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

„რაც შეეხება მე-5 შემთხვევას, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემით“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

„ჩვენს ცენტრში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 ახალი დაგვემატა და გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის: 8 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 963 შემთხვევა დასტურდება, მათგან 841 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები ფიქსირდებოდა.

იხილეთ ასევე: „14 ივნისის შემდეგ შიდა გადაცემის ფაქტები აღარ გვქონია“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S