Accentnews.ge
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

08/07/2020 07:39:04 მსოფლიო

უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 807 ადამიანი დაინფიცირდა და 23 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 306 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 50 414 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23 119 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 546 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 950 000–ს გადააჭარბა, 6 904 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 963-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 841 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S