2–დღიანი კლების შემდეგ, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა
08/07/2020 07:09:15 მსოფლიო
2–დღიანი კლების შემდეგ, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 535 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 5 ივლისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 521 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 29 820 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 17 427 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 546 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 950 000–ს გადააჭარბა, 6 904 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 963-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 841 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


