FBI - ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
08/07/2020 05:50:29 მსოფლიო
ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი ზესახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად მუშაობს და ამისთვის არაერთ ხერხს იყენებს. მისი განმარტებით, ოფიციალური პეკინი ამერიკის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოსახდენად ეკონომიკური შპიონაჟის კამპანიას, მონაცემებისა და სავალუტო ინფორმაციის მოპარვას, ასევე არალეგალურ პოლიტიკურ ხერხებს მიმართავს.
ამასთან, ქრისტოფერ რეიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევისთვის სახელის გატეხვას ცდილობს.


