Accentnews.ge
აშშ ჯანმო–ს ერთ წელიწადში დატოვებს

აშშ ჯანმო–ს ერთ წელიწადში დატოვებს

07/07/2020 21:27:03 მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასვლის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა. – იუწყება „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წლის ივლისში შევა ძალაში.

გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება თეთრმა სახლმა კონგრესსაც გაუგზავნა.

"დემოკრატმა" სენატორმა ბობ მენენდესმა დონალდ ტრამპის რეაგირებას „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე ქაოტური და არათანმიმდევრული უწოდა.

„ეს არ დაიცავს ამერიკელთა სიცოცხლეს ან ინტერესებს, ამერიკელები დარჩებიან ავად, ხოლო ამერიკა- მარტო“, – დაწერა ბობ მენენდესმა „ტვიტერში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S