Accentnews.ge
უკრაინაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი

უკრაინაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან – არის მსხვერპლი

07/07/2020 20:41:02 მსოფლიო

უკრაინის ლუგანსკის ოლქში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 6, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი.

ცეცხლმა სოფელ სმოლიანინოვოში ასამდე აგარაკი და საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ომბუდსმენის წარმომადგენელი პაველ ლისიანსკი, ამტკიცებს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია: მისი მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 24 კაცი, მათ შორის 15 ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის ცნობით, სამინისტროს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, სპეცტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალი ხელმძღვანელობს.

ხანძრის ჩაქრობა ლუგანსკის ოლქში გუშინდელი დღიდან ცდილობენ მას შემდეგ, რაც ცეცხლი ორი საატყეო მეურნეობიდან ნოვოაიდარის რაიონის სოფლებს მოედო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S