Accentnews.ge
ჯანმო: "პანდემია მძვინვარებს და ნათელია, რომ პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია"

ჯანმო: "პანდემია მძვინვარებს და ნათელია, რომ პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია"

07/07/2020 19:45:38 მსოფლიო

"პანდემია მძვინვარებს და ნათელია, რომ პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, თუმცა ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ–ჯერობით სტაბილურია.

"რიგ ქვეყნებში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. თუმცა არის სახელმწიფოები, სადაც მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება", – განაცხადა ადჰანომ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ​Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა, დაავადებით კი 535 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S