Accentnews.ge
თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

07/07/2020 15:35:48 საზოგადოება

თბილისში, ტიბაანის გასასვლელის N20-ში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

„მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S