Accentnews.ge
ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

07/07/2020 15:29:39 მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა.

მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ბოლსონარო დაავადებას „გრიპს“ უწოდებდა. ივნისის ბოლოს სასამართლომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩენა აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ COVID-19–ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგლს იკავებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S