Accentnews.ge
ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში

ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში

07/07/2020 15:23:37 მსოფლიო

ბოლო 24 საათში Covid-19-ით აზერბაიჯანში თითქმის 2–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში დაავადებით 537 ადამიანი დაინფიცირდა, სომხეთში კი – 349.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 265 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 21 374 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S