ირანში COVID-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
07/07/2020 13:39:52 მსოფლიო
ირანში COVID-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 200 ადამიანი დაიღუპა და 2 637 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ირანში Covid-19-მა 11 931 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 245 688 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


