იტალიაში დიდი ქორწილების აკრძალვა გააპროტესტეს
07/07/2020 12:10:49 მსოფლიო
იტალიაში სადედოფლო კაბებში გამოწყობილმა ქალებმა ქორწილების აკრძალვა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი საქორწილო ასოციაციაა.
"მე სექტემბერში ვგეგმავდი დაქორწინება, თუმცა შეზღუდვების გამო იძულებული ვარ, ღონისძიება ერთი წლით გადავდო. მომავალ წელს მინდა, ქორწილი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიმართოს", – აცხადებს აქციის ერთ ერთი მონაწილე ფრანჩესკა დელ ვეჩიო.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამაც დაიწყო, თუმცა უმეტეს სახელმწიფოებში კვლავ აკრძალული რჩება დიდი თავყრილობების გამართვა.


