Accentnews.ge
აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდაზე ტემპერატურის გამო არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდათ

აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდაზე ტემპერატურის გამო არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდათ

07/07/2020 11:50:22 საზოგადოება

2 აბიტურიენტს, რომლებიც 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაუშვეს, PCR ტესტირების შედეგად COVID-19 არ დაუდასტურდათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ მათ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემათ:

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო პროცესმა 7 ივლისს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: გამოცდიდან არავინ მოხსნილა, სარეზერვო სექტორში განთავსდა რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაბალი ტემპერატურა აღმოაჩნდათ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S