Accentnews.ge
თბილისში ემიგრანტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა: „ემიგრანტები კლასტერები არ არიან!“

თბილისში ემიგრანტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა: „ემიგრანტები კლასტერები არ არიან!“

07/07/2020 11:22:39 საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა კორონავირუსის პანდემიისას უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების მხარდასაჭერად და მოითხოვეს მათთვის ხელმისაწვდომი ავიარეისების დანიშვნა, ნაწილისთვის კი ბილეთების სრულად დაფინანსება.

დემონსტრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „გახსენით ცა“, „ემიგრანტები კლასტერები არ არიან, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან“.

აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე სამინისტროში წერილი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს საზღვარგარეთ დარჩენილი ადამიანებისთვის შეღავათიანი ან უფასო ფრენების დანიშვნა.

მათი განცხადებით, დანიშნულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასი ძვირია და მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, სეძენას ვერ ახერხებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S