"2020 წელს ევროზონის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე აქამდე ველოდით"
07/07/2020 10:44:08 მსოფლიო
"2020 წელს ევროზონის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე აქამდე ველოდით", –ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.
მაისის დასაწყისში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროზონის ეკონომიკის ვარდნას 7,7 პროცენტით პროგნოზირებდა, აღდგენას კი 6,3 პროცენტით.
ევროკომისრის განცხადებით, წინა პროგნოზები უნდა გადახედოს, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჩაკეტვის ზომების გაუქმება ნაკლებად სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს წინასწარ იყო პროგნოზირებული.


