Accentnews.ge
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებში მიწის თანამესაკუთრეთათვის მონაწილეობა მარტივდება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებში მიწის თანამესაკუთრეთათვის მონაწილეობა მარტივდება

07/07/2020 09:41:25 საზოგადოება

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს.

უწყების ცნობით, თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრეა პასუხისმგებელი.

ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც. სამინისტროში განმარტავენ, რომ აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S