“როსკოსმოსის” გენდირექტორის მრჩეველი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი
07/07/2020 08:16:59 მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა კორპორაცია “როსკოსმოსის” გენერალური დირექტორის მრჩეველი ი. საფრონოვი დააკავეს, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებს კურირებდა.
უწყების ინფორმაციით, საფრონოვი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, თუმცა ბრალდება მის მიმდინარე საქმიანობას არ უკავშირდება.
წარსულში საფრონოვი ჟურნალისტი გახლდათ, მუშაობდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრობლემატიკის, სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით, იყო “კომერსანტის”, შემდეგ “ვედომოსტის” სპეცკორესპონდენტი.


