სვანეთში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო
07/07/2020 07:30:51 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან მესამე დღეა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობა გრძელდება.
დღეს დილიდან ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი და დამატებითი სპეცტექნიკა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობას ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


