Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 105 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში COVID-19–ის 105 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

07/07/2020 07:05:04 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87,5% გამოჯანმრთელდა და ამჟამად ქვეყანაში 105 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, – აღნიშნული მონაცემები მედიას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხემძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მისი ინფორმაციით, ხუთივე იმპორტირებულია. კერძოდ, სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ორი მოგზაურობის ისტორის მქონე მოქალაქეა, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ და კვლევისას ვირუსი დაუდასტურდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფორმაციისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S