Accentnews.ge
სომხეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500–ს გადააჭარბა

სომხეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500–ს გადააჭარბა

07/07/2020 07:07:59 მსოფლიო

სომხეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 12 ადამიანი დაიღუპა და 349 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 503 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 29 285 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 907 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 540 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 740 000–ს გადააჭარბა, 6 743 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 958-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 838 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S