Accentnews.ge
აშშ TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს

აშშ TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს

07/07/2020 05:58:55 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ჩინური აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის, აკრძალვის საკითხს განიხილავს.

„არ მსურს პრეზიდენტზე წინ წასვლა, მაგრამ გეტყვით, რომ ამას განვიხილავთ,” - განაცხადა პომპეომ Fox News-სთან ინტერვიუში.

მაიკ პომპეოს თქმით, ეს პროგრამები მოსახლეობამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურს, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ჩინეთის კანონებით, რომელიც ადგილობრივი კომპანიებისგან „სადაზვერვო საქმიანობაში დახმარებასა და თანამშრომლობას“ ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S