აშშ-ში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ
07/07/2020 05:36:50 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი უცხოელი სტუდენტები, რომელთა უნივერსიტეტებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, იძულებულნი იქნებიან, ქვეყანა დატოვონ, – იუწყება Reuters.
რამდენ სტუდენტს შეეხება ახალი განკარგულება ჯერ–ჯერობით უცნობია. ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ამ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, მათი დეპორტაცია განხორციელდეს. ახალი წესი არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში დადიან.
საუბარია F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს ეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანამ 388 839 F-1 და 9 518 M-1 ვიზა გასცა.
გამოცემის ინფორმაციით, არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ჰარვარდის უნივერსიტეტი 2020- 2021 სასწავლო წელს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.


