Accentnews.ge
რუსეთში უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

რუსეთში უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

07/07/2020 04:31:38 მსოფლიო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში 5-წლიან ანტირეკორდს ხსნის, - იუწყებიან EY-ს ანალიტიკოსები. როგორც მათ მოხსენებაში "ევროპის ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობა” არის აღნიშნული, ყველაზე მეტად უცხოელი ინვესტორები აგროსამრეწველო ბაზრით ინტერესდებიან.

ამ მაჩვენებლით რუსეთი არა მხოლოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ უკვე პოლონეთსაც ჩამორჩა. სულ 2019 წლის განმავლობაში უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთში ფული 191 პროექტში ჩადეს, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემზე და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014 წლიდან, - იუწყება The Bell.

ყველაზე აქტიური ინვესტორებს შორის გასულ წელს გერმანია იყო, რომლის პირდაპირი ინვესტიციები 50%-ით – 36 პროექტამდე გაიზარდა. მეორე-მესამე ადგილებს კი საფრანგეთი და ჩინეთი ინაწილებენ 23 და 22 პროექტით.

როგორც EY-ს მოხსენებაშია აღნიშნული, 2019 წელს ევროპული ინვესტიციების წილი, წინა წელთან შედარებით, 48%-დან 60%-მდე გაიზარდა, უმთავრესად – პირდაპირი ამერიკული, იაპონური და სამხრეთკორეული ინვესტიციების კლებისა და გერმანულისა და ფრანგულის ზრდის ხარჯზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S