Accentnews.ge
გამყრელიძე: „პანდემია უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“

გამყრელიძე: „პანდემია უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“

06/07/2020 20:00:32 საზოგადოება

პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S