თბილისის მეტროში შეფერხება იყო
06/07/2020 17:32:58 საზოგადოება
თბილისის მეტროში შეფერხება იყო.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, ერთ-ერთ სადგურზე სისტემის ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომლის გასწორებას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა.
მათივე ინფორმაციით, მეტროს მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.


