Accentnews.ge
ცერცვაძე: „ჩემი მოლოდინია, რომ COVID-19ის „მეორე ტალღას“ ავიცილებთ“

ცერცვაძე: „ჩემი მოლოდინია, რომ COVID-19ის „მეორე ტალღას“ ავიცილებთ“

06/07/2020 16:14:45 საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, მიღებული გამოცდილების გათვალისიწნებით,

კორონავირუსის მეორე ტალღას ქვეყნის ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველს და „შეიძლება,მოსახლეობამ ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა“. ამის შესახებ ცერცვაძე ჟურნალისტებს ესაუბრა.

„მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის და საზღვრები რკინის ფარდითაა ჩაკეტილი, არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა. რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე, ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის [...]:შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, რეგულაციების არსრულების კუთხით ყველაზე რთული ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა: ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები:

„ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა, ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა გონივრულად და დოზირებულად მოხდება. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S