ახლო აღმოსავლეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა
06/07/2020 14:18:37 მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 700 000–ს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში რეგიონის ქვეყნებში დაავადებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. ბოლო 24 საათში ირანში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი (2 613 შემთხვევა) დაფიქსირდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქუვეითში 50 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულია, ომანში დაახლოებით – 48 000; ირანში – 243 000–ზე მეტი; ერაყში – ინფიცირებულთა რაოდენობა 62 000–ს აჭარბებს; ეგვიპტეში – 75 000–ს, ხოლო საუდის არაბეთში – 145 000–ს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


