Accentnews.ge
აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის

აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე კარანტინს გაივლის

06/07/2020 13:45:29 საზოგადოება

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების შემდეგ აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება და მათი გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.

„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება“, - განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო, აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S