Accentnews.ge
სოფო გორგოძის განცხადებით, თბილისში გამოცდების დროს კონდიციონერის ჩართვა საჭირო არ გამხდარა

სოფო გორგოძის განცხადებით, თბილისში გამოცდების დროს კონდიციონერის ჩართვა საჭირო არ გამხდარა

06/07/2020 12:50:09 საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, თბილისში გამოცდების დროს კონდიციონერის ჩართვა საჭირო არ გამხდარა.

„მხოლოდ რამდენიმე ცენტრის რამდენიმე სექტორში იყო ამის საჭიროება. ფოთში დილიდანვე ჩავრთეთ კონდიცირება, იმიტომ, რომ 30 გრადუსს მიაღწია ტემპერატურამ. ჯამში, არაკომფორტული გარემო ნამდვილად არ ჰქონიათ მათ," - განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა იყო: დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, საგამოცდო ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა რეგისტრაციის დასრულება.

„მადლობა მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, გაგებით რომ მოეკიდნენ დამატებით პროცედურას, რაც წელს ჰქონდათ გასავლელი, იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა რეგისტრაციის დასრულება. ამისთვის ყველას მადლობა. უშუალოდ წერისას აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება, რომ პირბადის გარეშე შეესრულებინათ ეს ტესტი, ბევრმა მათგანმა გამოიყენა ეს შანსი. ზოგს ჩამოწეული ჰქონდა, ზოგს საერთოდ არ ეკეთა და ზოგს ეკეთა, ეს იყო ნებაყოფლობითი“, - განაცხადა გორგოძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S