Accentnews.ge
მეცნიერები – კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შესაძლოა, სხვადსხვა დაავადებებით დამატებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპოს

მეცნიერები – კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შესაძლოა, სხვადსხვა დაავადებებით დამატებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპოს

06/07/2020 11:47:42 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შესაძლოა, სხვადსხვა დაავადებებით დამატებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპოს, – ამის შესახებ ნათქვამია International AIDS Society–ს უახლეს ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სადღეისოდ მსოფლიოში ჯანდაცვის სამსახურების ძირითადი რესურსები პანდემიის დასრულებაზეა მიმართული და რიგ ქვეყნებში სხვა მნიშვნელოვანი დაავადებების სერვისები შეჩერებულია.

"სოციალური დისტანციის ძალისხმევამ და შეზღუდვებმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების კონტროლის გამო არის დაწესებული, შეაჩერეს აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამები, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევები", – განაცხადა International AIDS Society–ს პრეზიდენტმა ენტონ პოზნიაკმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზაციამ "Global Fund To Fight AIDS" გასულ თვეში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, მსოფლიოს 106 ქვეყანაში აივ/შიდსის სერვისების 85%, ტუბერკულოზის სერვისების 78% და მალარიის სერვისების 73% შეჩერებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, აღნიშნული სერვისების შეჩერების შედეგად ხსენებული დაავადებებით შესაძლოა, დამატებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპოს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 536 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 560 000–ს გადააჭარბა, 6 538 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 953-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S