Accentnews.ge
რეკომენდაციები სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზებისთვის

რეკომენდაციები სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზებისთვის

06/07/2020 10:29:32 საზოგადოება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

მისი თქმით, ნაწილი რეკომენდაციებისა უკვე შემუშავებულია. კერძოდ,

ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება; ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა; უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი; დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება; საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან; კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, თითოეული ადამიანისგან; პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით; წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება პროცედურის წარმართვა.

რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრისას სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და შეზლონგების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდეგ.

ცნობისთვის: საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. მუსაობას დაიწყებენ ის ობიექტები, რომლებიც შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S