Accentnews.ge
ისრაელმა კოსმოსში მზვერავი თანამგზავრი გაუშვა: "ვიღებთ ზომებს ირანის ბირთვული მუქარის შესაჩერებლად"

ისრაელმა კოსმოსში მზვერავი თანამგზავრი გაუშვა: "ვიღებთ ზომებს ირანის ბირთვული მუქარის შესაჩერებლად"

06/07/2020 09:19:35 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კოსმოსში ახალი მზვერავი თანამგზავრი წარმატებით გაუშვა.

"თანამგზავრი "Ofek 16" 6 ივლისს დილის 4 საათზე გავუშვით. "Ofek 16" არის ელექტრონულ-ოპტიკური სადაზვერვო თანამგზავრი მოწინავე შესაძლებლობებით", – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის უწყებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზიმ დაადასტურა, რომ ქვეყანა ირანის ბირთვული მუქარის შესაჩერებლად ზომებს იღებს.

„ჩვენ მივმართავთ ზომებს, რომელთა შესახებ სჯობს, ნუ ვისაუბრებთ", – განუცხადა აშკენაზიმ ჟურნალისტებს.

ისრაელი წლების განმავლობაში აძლიერებს ისეთი ქვეყნების თვალთვალის შესაძლებლობებს, როგორიცაა ირანი, რომლის ბირთვულ პროგრამას იგი დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S