Accentnews.ge
ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

06/07/2020 08:23:33 მსოფლიო

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მწყემსია, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. პაციენტი იზოლირებულია.

ჩინეთში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.

პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.

შავმა ჭირმა მე –14 საუკუნეში აფრიკაში, აზიასა და ევროპაში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. შავ ჭირს ძირითადად ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, თუმცა შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S